მთავარ შიგთავსზე გადასვლა
უფასო მიწოდება 150 ₾-დან · თბილისში — იმავე დღეს
WhatsAppViberზარი

დაბრუნება

ეს ტექსტი მონახაზია: საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება მფლობელთან და იურისტთან შეთანხმების შემდეგ.

ყველა შეკვეთას გაგზავნამდე ვამოწმებთ. თუ მაინც რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, გამოვასწორებთ.

შეამოწმე მიღებისას

შეკვეთა კურიერთან ერთად გახსენი. თუ პროდუქტი დაზიანებულია, გაფუჭებულია ან ის არ არის, რაც შეუკვეთე, ნუ ჩაიბარებ: კურიერი უკან წაიღებს, ჩვენ კი პროდუქტს შეგიცვლით ან თანხას დაგიბრუნებთ.

თუ ხარვეზი მოგვიანებით აღმოაჩინე

დაგვიკავშირდი მიღებიდან 24 საათში და გამოგვიგზავნე ფოტო. პროდუქტს შეგიცვლით ან თანხას დაგიბრუნებთ.

რა არ ბრუნდება

თევზი და ზღვის პროდუქტები მალფუჭებადი საკვებია. წესრიგში ჩაბარებული პროდუქტი უკან არ მიიღება.

თანხის დაბრუნება

ბარათით გადახდილი თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება; ანგარიშზე ასახვას, ბანკის მიხედვით, რამდენიმე სამუშაო დღე სჭირდება. ნაღდი ფულით გადახდილს ნაღდად ან გადარიცხვით ვაბრუნებთ.

კითხვა დაგრჩა? დაგვირეკე: +995 32 211 00 00